ვიმოგზაუროთ ლონდონში
მოგესალმებით!
ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოგზაუროთ ლონდონში დაუსწრებლად. ამისათვის გიამბობთ საინტერესო ცნობებს ლონდონის შესახებ, გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს.
ალბათ, დაინტერესდით...
მაშ, დავიწყოთ ლონდონში მოგზაურობა!
დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ ვიდეოს, სადაც უხვადაა ლონდონის ამსახველი კადრები.

ბუკინგემის სასახლე ლონდონისერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. ბუკინგემის სასახლე დედოფლის ოფიციალურრეზიდენციას წარმოადგენს. ბუკინგემის სასახლე ააშენა ჯონ შეფილდმა, ბუკინგემისჰერცოგმა. თავდაპირველად ბუკინგემის სახლი ეწოდა და ჰერცოგმა ის საკუთარლონდონურ სახლად აიშენა.
მეფე ჯორჯ მესამემ ბუკინგემის სახლი შეისყიდა თავისი მეუღლისთვის, დედოფალიშარლოტასთვის და ბუკინგემის სახლს ეწოდა დედოფლის სახლი. ბუკინგემის სახლიგადაიქცა ბუკინგემის სასახლედ 1820 წელს დედოფალ ვიქტორიასთვის.
მოდით, ვიხილოთ ვიდეო, თუ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ ლონდონში!

ბიგ ბენი
ბიგ ბენი ალბათ ყველამ იცით. ხშირად ბიგ ბენის სახელწოდება საათის სახელწოდებაჰგონიათ. სინამდვილეში ბიგ ბენი დიდი ზარის სახელწოდებაა, რომელიც საათიდანგაისმის. კოშკზე საათი დამონტაჟდა 1859 წელს. ეს საათი უდიდესი იყო იმ დროისთვისმსოფლიოში. საათის წონა 13,5 ტონაა.
ბიგ ბენის სახელწოდებასთან დაკავშირებით, ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიისთანახმად, ბიგ ბენი ეწოდა მშენებლობის ხელმძღვანელის - ბენჟამინ ჰოლისსაპატივცემულოდ. თუმცა, არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ სახელწოდება წამოვიდაცნობილი მოკრივის და ჩემპიონის ბენჟამინ ქაუნთის სახელიდან.
ლონდონის ტაუერის ხიდი
თაუერის ციხესიმაგრე ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ისტორიულ-არქიტექტურულ ნაგებობათა კომნპლექსია მსოფლიოში, რომლის არსებობასაც საფუძველი ჩაუყარა მეფე უილიამ დამპყრობელმა. მან ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო მდ. ტემზის სანაპიროზე, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა თეთრი კოშკი. ციხესიმაგრეს გარს ერტყა წყლით სავსე ტხრილი. 1843 წელს თხრილი ამოვსებული იქნა მიწით. დღეისათვის ციხესიმაგრის მთელი კომპლექსის ფართობი 18 აკრია. თაუერის დაცვა ცნობილია ,,ბიფითერების“ სახელით. ისინი დღესაც თიუდორების დროინდელ სამოსს ატარებენ და უდიდესი ხალისით ასრულებენ გიდების როლს. საუკუნეების მანძილზე ეს უზარმაზარი კომპლექსი ჯერ ციხესიმაგრე იყო, შემდეგ სამეფო რეზიდენცია, ციხე და ზოოპარკიც კი, დღეს კი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია. თაუერის ტერიტორიაზე მოხვდებით შუა კოშკისა და ბაივორდის კოშკის გავლით. სამრეკლოს კოშკი აშენდა 1190 წელა, რიჩარდ პირველის მეფობის დროს, იგი ტეთრი თაუერის შემდგომ ყველაზე ძველია. სწორედ აქ იმყოფებოდნენ პატიმრობაში სერ თომას მორი და პრინცესა ელისაბედი წარმოუდგენელია თაუერი ყვავების გარეშე. როდიდან არიან ისინი აქ, არავინ იცის. ლეგენდის თანახმად, თუ ყვავები თაუერს დატოვებენ, თაუერიც და მთელი სამეფოც დაიღუპება. ამიტომ ყვავებს ფრთებს აჭრიან და ისინიც ვერსად მიფრინავენ. დღეს აქ 9 ყვავია და მათზე სახელმწიფო განსაკუთრებულად ზრუნავს. თაუერის ახლოს მდებარეობს მსოფლიოში სახელგანთქმული თაუერის ხიდი, რომელიც 1894 წელს გაიხსნა. იგი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა..1894 წელს დედოფალმა ვიქტორიამ ტაუერისხიდი ააგებინა, რომელიც ლონდონის ისეთივე სიმბოლოდ იქცა, როგორიც პარიზისათვის –ეიფელის კოშკი. ხიდი 100 წლის განმავლობაში დაახლოებით მილიონჯერ აწიეს - ტემზაზეგემების გასატარებლად. მოქალაქეებს მხოლოდ 1982 წელს დართეს ნება, ტაუერის ხიდზეასულიყვნენ. მალე მიღებების, დღესასწაულებისა და გამოფენების გამართვაც დაიწყესტაუერის ხიდზე.

ლონდონის თვალი ასევე ცნობილია, როგორც Millennium Wheel – ათასწლეულის ბორბალი. იგი ყველაზე მაღალი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში (135 მ) და ყველაზე პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.
ნათელ ამინდში კარუსელიდან არემარე ჩანს 40 კმ-ის რადიუსში. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ უენსტმინსტერის სააბატო, წმინდა პავლეს ტაძარი, სატელევიზიო ანძა, თაუერ _ 42, ქენერი, უინძორის ციხესიმაგრე და ჰითროუ, დედოფალ ელისაბედ მეორის სახელობის ხიდი და ა.შ. კარუსელი ერთ ბრუნს აკეთებს 30 წუთში. კარუსელზე სულ 32 ვაგონია და თითოეული 25 ადგილიანია.
1999 წელს აგების მომენტში ლონდონის თვალი ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი იყო მსოფლიოში, თუმცა 2006 წლის მაისში მას ჯერ ნანჩანის ვარსკვლავმა (160 მ), ხოლო 2008 წლის თებერვალში კი სინგაპურის მფრინავმა (165მ) გაუსწრო. თუმცა მისი ოპერატორები მას დღემდე მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს უმაღლეს ცალმხრივად დამაგრებულ სათვალთვალო ბორბალს (ვინაიდან მთელი კონსტრუქცია ეყრდნობა A-ფორმის საბჯენებს ცალი მხრიდან).ლონდონის თვალი მდინარე ტემზის სამხრეთ სანაპიროზე დგას უესტმისტერისა და ჰანგერფორდის ხიდებს შორის.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ დავტკბეთ ლონდონის სილამაზის ხილვით!
https://www.youtube.com/watch?v=9HTEZkTA11Q